ალკოჰოლური სასმელების კომპანია მუშაობას წყვეტს და ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

ალკოჰოლური სასმელების კომპანია მუშაობას წყვეტს და ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია “ზეარისი” დროებით წყვეტს მუშაობას და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა ფიფიას განცხადებით, “ზეარისში” დასაქმებული 100-მდე თანამშრომელი რეგიონებში იმუშავებენ, რათა “ნაციონალურ მოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

საწარმოს გარდა, “ზეარისი” მაღაზიებსაც ფლობს. გოჩა ფიფია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2004-2008 წლებში ფიფია ზუგდიდის მაჟორიტარი იყო. ის ზუგდიდის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაიას მხარდამჭერია.