ოთო კახიძე:  ზურაბ ბიგვავას კახელებმა

ოთო კახიძე: ზურაბ ბიგვავას კახელებმა "ტოჩნი ზურაბა” შეარქვეს

ოპოზიციური პარტიის ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახელებმა ჩატარებული ეგზიტპოლების გამო, სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას "ტოჩნი ზურაბა“ შეარქვეს. 

“გუშინ მითხრეს, რომ ზურაბ ბიგვავას, რომელმაც ეგზიტპოლში 25% ააცილა ბატონი ბიძინას სასარგებლოდ, კახელებმა ,,ტოჩნი ზურაბა” შეარქვეს” – წერს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ პარტია  ,,ქართული ოცნების” მიერ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს ხმათა 52% ჰქონდა, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით, რეალურად ზურაბიშვილმა 38% მიიღო.