"ნაცებო, ქოცებო, დროზე დაამთავრეთ სადილი, ბიძინას ფეხი გადაიღეთ, სანამ ცხელია, მიშა მიირთვით..."

ნაცებო, ქოცებო, დროზე დაამთავრეთ სადილი, ბიძინას ფეხი გადაიღეთ, სანამ ცხელია, მიშა მიირთვით...

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურის  და მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივაზე წერს:

"სანამ ეს ორი ძალა ერთმანეთს ბოლომდე არ გამოჭამს, ვერანაირი მესამე ძალა ვერ მოღონიერდება საკმარისად, რომ გადამწყვეტი როლი გააჩნდეს, რადგან ნებისმიერ პოტენციურ მესამეს ერთად ესხმიან თავს, რადგან ამ დროს ორივე ძალა გრძნობს, რომ ერთმანეთის ჟანგბადია და ნამდვილი მოწინააღმდეგე მხოლოდ ვიღაც მესამე შეიძლება იყოს. ამიტომ სანამ ბოლომდე არ გამოფიტულან, ამას არ დაუშვებენ. ახლა საზოგადოება დილემის წინაშე დგას  - "ნაცებო, ქოცებო, დროზე დაამთავრეთ სადილი, ბიძინას ფეხი გადაიღეთ, სანამ ცხელია, მიშა მიირთვით... დროზე, დროზე და მერე ყველა ერთად წახვალთ ეზოში სასრიალოებზე... " ან პირიქით, - "ნელა ჭამეთ, კარგად დაღეჭეთ, არ გადაგცდეთ, დრო გაქვთ 2030-მდე". მეორე ტურში ხალხის გადასაწყვეტი ესაა, ბავშვებს ააჩქარებინებენ სადილობას, დროზე გადააყლაპებენ ერთმანეთს და დღის შუქზე გაუშვებენ სასრიალოებზე, თუ შეაყოვნებენ. ბონ აპეტიტ, ერთი სიტყვით", - წერს ფანჯიკიძე.