"ცოტა ტვინი გაანძიეთ მართლა, თუ აზროვნება არ შეგიძლიათ, გაიხურეთ კარი და წადით"

ექსპერტი გია აბაშიძე "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის ხმაურიან და სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ "ნაცების" გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება. 

"ნარატივი - ნაცების მოსვლით იწყება სამოქალაქო ომი, არის საკუთარი საზოგადოების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არმცოდნე ადამიანის (თა) ბრიყვული გამონათქვამი. მართლა ცოტა ტვინი გაანძრიონ ასეთი "განცხადების შემოქმედებმა!" საკუთარი გუნდის მიღწევების წარმოჩენა თუ არ შეგიძლია, გაიხურე კარი და წადი! არც პოლიტიკაა შენი საქმე და მით უმეტეს, არც დეპუტატობა! შეშლილი გზავნილები მომდის საქართველოს გულშემატკივარი უცხოელი კოლეგებისგანაც. გონს მოეგოს ზოგიერთი და თუ ვერ ძალუძს სახელმწიფოებრივად აზროვნება, ვიმეორებ, დატოვოს საჯარო პოლიტიკური და ფსევდო-PR-სივრცე!" - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.