მომღერალმა ირმა სოხაძემ ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “პირველებში” სტუმრობისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ის დავით უსუფაშვილს უჭერს მხარს.
ირმა სოხაძის თქმით, არჩევანის გაკეთებისას კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მანვე ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველო”-ს კანდიდატებზე. მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა უკვე აანონსებს ე.წ ჩარეცხვებს და რევანშს, რაც ეხება “ევროპულ საქართველო”-ს, სოხაძის თქმით, დავით ბაქრაძის გუნდი გაცილებით სჯობს ნაც.მოძრაობას, რადგან მათ აღიარეს მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები, თუმცა არჩევანს ამ ეტაპზე მაინც დავით უსუფაშვილზე აკეთებს.