ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ზაზა სარალიძის დაკავებას გამოეხმაურა.
,,ყველას ინდივიდუალური წარმოდგენა გვაქვს ტკივილზე, ტრაგედიაზე, ტირილის მიზეზებზე, მათ შორის ბედნიერებაზეც კი და კაცობრიობა ძალიან ცოტა რაღაცაზე თანხმდება. მათ შორის არის შვილის სიკვდილის დაუძლეველი ტკივილი. ის, რომ ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. არაკანონზომიერია მშობელი შვილს ასაფლავებდეს და როცა შვილს გიკლავენ და გეუბნებიან, რომ მკვლელი არ არსებობს, ალბათ ჭკუიდან იშლები და ვისაც ერთი წამით მაინც ჰქონია გაგიჟების განცდა, ზუსტად ესმის ზაზა სარალიძის. მაგ ჯოხით, მთავრობის წევრებს რომ არ დაერია დიდი ხნის წინ, ეგაა გასაკვირი“, - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძე და 2 მისი თანმხლები პირი დააკავეს. სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.