"ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს..." - რას აცხადებს თვითმხილველი ზაზა სარალიძის დაკავებაზე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლმენტის შენობის წინ სამართალდამცავებმა დააკავეს.
სარალიძის დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს მისი უფლებადამცველი. მისი ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი.

„ყველაფერი სველი იყო, დალპა, ელემენტარული ცელოფნის გადაფარების საშუალება არ მოგვცეს რომ წვიმისგან თავი დაგვეცვა. მოვიდნენ ჩვეულებრივად როგორც აქამდე აკეთებდნენ ოღონდ აქამდე ზაზა არ დაუჭერიათ ყაჩაღურად გაიტაცეს ყველაფერი რაც კი შეეძლოთ გაეტაცებინათ. შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს" - აღნიშნავს აქციის მონაწილე დავით ნებიერიძე.