"ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი.., ანალიზის უნარი არ აქვს... ცუდად მოიქცა ჩემთან, ჩამოვიდა ურეკი და იქ შევუწყვიტე ანალიზი"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს სცემს პასუხს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მის ყოფილ მრცეველზე გია ხუხაშვილზე განაცხადა, რომ კარგს ვერაფერს იტყვის მასზე:

„გიაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი, ყველგან ყველაფერი მოიარა, ცუდად მოიქცა ჩემთან და ჩვენთან, სადაც კი შეიძლებოდა ყველას მიეკედლა და ჩემი აზრით საბოლოოდ ნაციონალებთან გაფორმდა, არ ვიცი ხელფასს უხდიან არ უხდიან, ასხამს წყალს ნაციონალების წისქვილზე, მაგრამ მაგის პრეტენზიაც არ მაქვს, მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ ეგ მართავდა პროცესებს, ამ დროს, რომ ვიხსენებ მაგის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია და შევახსენებ ერთ-ერთ ბოლოს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, რომ მე მაგის ანალიზს აღარ ვისმენდი და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით ცდილობდა, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ შევუწყვიტე მას ანალიზი, თუმცა ურთიერთობა არ შემიწყვეტია, მარწმუნებდა რომ ორი ვერსია აქვს რატომ გაიმრჯვებდა ბურჯანაძე, იქ უკვე მკვახედ ვუპასუხე, ვერსიები შენთვის დამითმია, მაგაზე დროს არ დავხარჯავ, რომ მოგისმინო-თქო, ასეთი ანალიტიკოსია და ექსპერტია გია ხუხაშვილი, ტავში ჰქონდა ილუზია, რომ ეგ ალაგებდა ყველაფერს, მოიქხა უღირსად, სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია ყველგან მიდიოდა, ის დაგას და ნაციონალური მოძრაობის პოზიციას ამყარებს “, - აღნიშნა ბიძინა ივანიშილმა.