„ კვესიტაძე ცდილობდა ჩემთან ინტერვიუზე ჩემთვისდ დაესვა ის შეკითხვები, ნაცვლად იმისა რომ დაესვა მათთვის, ვისთვისაც უნდა დაესვა და ჩემგან ითხოვდა პასუხებს. მე არ ვიყავი ვალდებული და არც ვარ ვალდებული „ქართული ოცნების"ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ და საიდან შეიძინეს ფული. მე და მთლიანად ხელისუფლება, ვალდებული ვართ აუცილებლად რეაქცია გვქონდეს თუ ეჭვი არის კორუფციაში მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლის. სტანდარტი, რომელიც მედიამ უნდა დაიცვას - მედიას აქვს უდიდესი და უმაღლესი უფლებები და ვალდებულებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება. მაქსიმალურად კრიტიკული იყოს ხელისიფლებისადმი და რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური იქნება თუ პარლამენტის მეთაური, თუ პარტიის თავმჯდომარე - ჩემს შემთხვევაში - აუცილებლად მყისიერი რეაქცია უნდა იყოს, თუ იკვეთება თანამდებობის პირების კორუფციაში მხილება.
რუსთავი 2 აკეთებს პირიქით. ის არ ასრულებს და ვერ ასრულებს იმ ფუნქიას, რაც მედიას ევალება. სწეორედ რომ ასეთი ხელწერით, რითაც მუშაობს რუსთავი 2, ის საშუალებას აძლევს თუკი ხელისუფლებაში ასეთი ჩინოვნიკები არიან, თავისუფლად შეაფარონ თავი; რადგან ყველა თეთრზე შავს ამბობს, შეკითხვებს არ სვმას, ამიტომ თუ მართლა არიან ხელისფლებაში ხალხი, ვინც რეალურად კორუფციაში არის შემჩნეული, რადგან გამორიცხული არაფერი არ არის - მათ თავისუფლად შეუძლიათ მოახერხონ და მიჩქმალონ საკუთარი დარღვევები".