ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" წევრების დეკლარაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, არ არის ვალდებული პარტიის წევრების ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს.
"მე არ ვარ ვალდებული ვუპასუხო, “ქართული ოცნების” ყველა წევრის დეკლარაცია ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ და ფული საიდან შეიძინეს. მე ვალდებული ვარ აუცილებლად გააკეთოს ხელისუფლებამ თუ ეჭვი არის კორუფციაში. პარლამენტის მეთაური იქნება თუ მთავრობის, თუ გნებავთ პარტიის თავმჯდომარე, მყისიერი რეაქცია უნდა გააკეთოს თუ იკვეთება თანამდებობის პირების კორუფციაში მხილება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.