ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლება ხალხს ეხმარება და გლეხებს კრედიტების 1 წლით გადავადება ვერაფერს უშველის, რადგან ახალი ნარგავები აქვთ დასარგავი, რომელსაც მოსავალი 1 წელიწადში ვერ ექნება.
„აუცილებელია, დაწესდეს მონიტორინგი იმაზე, თუ როგორ მოახდენს ხელისუფლება ამ ზარალის ანაზღაურებას ივანიშვილის გადარიცხული თანხების მეშვეობით“,-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო