ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა სამძიმრით დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა სამძიმრით დაიწყო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან დაიწყო.

ექსპრემიერმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი სამძიმრით დაიწყო. როგორც მან აღნიშნა 9 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტმა სრულიად საქართველო შეძრა. ივანიშვილი ოჯახს და სრულიად საქართველოს მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს.