"ხოდა, ივანიშვილს კითხეთ ეგ..." - "ოცნების" დეპუტატი სიღარიბის გაზრდაზე

რატომ გაიზარდა სიღარიბე და რატომ ვერ შეასრულა „ოცნებამ“ დანაპირები. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პასუხს თავს არიდებენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ მიუხედავად 6 წლიანი მმართველობისა, სიღარიბე კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად დარჩა.

საპარლამენტო უმრავლესლობის წარმომადგენლებს  კახა კუჭავა ამბობს, რომ ეს გამოწვევა კიდევ კარგა ხანს იქნება. 

"არც ერთი ქვეყანა ასე სწრაფაად არ გამოსულა მსგავსი მდგომარეობიდან.  არც ჩვენ ვიქნებით გამორჩეულნი. ამიტომ ეს კიდევ კარგა ხანს იქნება. მთავარია გვქონდეს გრძლევადიანი პროგრამა. 2021 კი გამოჩნდება რა გაკეთდა და რა - არა" - განაცხადა კუჭავამ.

"კომერსანტის" კითხვაზე - სიღარიბე რომ გაზრდილია, ეს ხომ თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა? - დეპუტატი ასე პასუხობს: 

"ხოდა, ივანიშვილს კითხეთ ეგ... პროგრამა არის 4-წლიანი. უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს."