"ახლა მიყურეთ, როგორ აგწიოთ ჰაერშიო..." - აეროპორტში სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა

ქუ­თა­ი­სი-ვარ­შა­ვის ავი­ა­რე­ის­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რის ავ­ტო­რი დად­გე­ნი­ლია. აე­რო­პორ­ტში ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­კა, რომ­ლის სი­ძეც ვარ­შა­ვა­ში მიფ­რი­ნავ­და.

"და­რე­კა ქალ­მა და იკი­თხა ქუ­თა­ი­სი-ვარ­შა­ვის რე­ი­სი გაფ­რინ­და უკ­ვეო, რო­დე­საც პა­სუ­ხად მი­ი­ღო, თქვა - ახლა მი­ყუ­რეთ რო­გორ აგ­წი­ოთ ჰა­ერ­შიო..." - უთხრეს "ამბებს" ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

მოგვიანებით, აღნიშნულმა ქალბატონმა ცრუ შეტყობინების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ თავადაც დაადასტურა, თუმცა ქუთაისიდან ვარშავის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი ბუქარესტში მაინც ექსტრემალურად დაეშვა და მგზავრთა ევაკუაცუა განხორციელდა. ცრუ შეტყობინების მიზეზად ზარის ავტორი სიძის მიერ სხვა ქალთან ერთად ქვეყნიდან გამგზავრებას ასახელებს.