"ეს საუბრობს უსამართლობაზე" - მიშა კაჭკაჭიშვილმა ჯანგირაშვილს წარსული გაუხსენა

სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა კაჭკაჭიშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

„ვუსმენ ნინო ჯანგირაშვილს და მეღიმება, როდესაც ის, ყოველთვის ცდილობს ნეიტრალურ ჟურნალისტად წარუდგინოს საზოგადოებას საკუთარი თავი.  ბევრი რომ არ ვწერო და არც თქვენ დაგღალოთ, ერთ ფაქტს ვიტყვი და თუ უარყოფს ან იტყვის, რომ ეს ფაქტი ასე არ იყო, არასოდეს ხმას აღარ ამოვიღებ. უნდა სასამართლოში მიჩივლოს და უნდა ბოდიშის მოხდა მომთხოვოს...

2006 წელს, როდესაც სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა და გაბედულმა ადამიანებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა "შემოგვიერთდით".

პირადად მე, მივედი ტელეკომპანია "კავკასიაში", შევხდი ნინო ჯანგირაშვილს და გარკვეული თანხის საფასურად მოვილაპარაკეთ (ოფიციალურად) რომ მას, უნდა გაეშვა ეს მიმართვა და ეტრიალებინა ეთერში გარკვეული პერიოდი.

თანხა წინასწარ ჩავურიცხე, ხოლო კლიპი მხოლოდ 3-4-ჯერ გავიდა. როდესაც მოვთხოვე სრულად შესრულება, კონფლიქტურ სიტუაციამდე მივედით და მეც თავი დავანებე, რადგან ჩავთვალე ზეწოლას ვერ გაუძლო.

და დღეს ეს საუბრობს ვინმეს მხრიდან უსმართლობაზე?

ხელშეკრულების ორიგინალს დღემდე ვინახავთ და ნებისმიერ დროს შემიძლია დავადასტურო რაც დავწერე.

მან სანდრო გირგვლიანზე კლიპი არ გაუშვა სრულად და წერტილი!“ - წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.