გოგა ხაინდრავა: როდემდე უნდა აიტანოს ეს ქართველმა საზოგადოებამ?!

გოგა ხაინდრავა: როდემდე უნდა აიტანოს ეს ქართველმა საზოგადოებამ?!

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერს „რეპორტიორთან“ საუბარში გამოეხმაურა.

„წლების მანძილზე ვამბობდი, რომ საბჭოთა კავშირის უშიშროების გენერალი და ახლა „ეფესბეს“ გენერალი ალასანია არის ქართველთმოძულე. თვითონ მოსკოვშია ახლა, მის დისშვილს, რომელიც ჰოლანდიაშია, ასევე „კაგებეს“ სკოლა აქვს გავლილი და ახლა ემისარი გამოაგზავნეს - ვაშაძე, რომელსაც ასევე „კაგებეს“ სკოლა აქვს გავლილი... საქართველოში ამასთან დაკავშირებით ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარება და ვერ ხვდება, რაშია საქმე და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვის უნდა და ვის ინტერესებში შედის ამ ქვეყნის დანგრევა, ვისი ხელით ხორციელდება კრემლის ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში, საბავშვო ბაღში ვეღარ გავუშვებთ ამ ადამიანებს. ან ყურებს და თვალებს უნდა დაუჯერონ, ან თუ უნდათ, რომ თავისი ქვეყანა დაღუპონ და დაანგრიონ, კი ბატონო, მივიდნენ და მისცენ „კაგებეს“ მაიორ ვაშაძეს ხმა... ერთი პრეზიდენტი ხომ გვყავდა უშიშროების თანამშრომელი, ოღონდ ის იყო რიგითი სააკაშვილი... ის ვერ იმყოფინეს და ახლა „კაგებეს“ ოფიცერი გამოუშვეს, გენერალი მოსკოვში ზის...

სძულთ ამათ ეს ქვეყანა, ჩემო კარგებო, სძულთ და ეს უკვე დიდი ხანია ჩანს... ცილისწამებაში, სიბნელეში, სიბინძურეებში, მოსმენებში და უბედურებებში გაახვიეს ეს ქვეყანა! ერთი ვიგინდარა ზის და დღე და ღამე წამლავს მთელ საზოგადოებას - ეს გვარამია საიდან გაჩნდა, ვინ გააჩინა?! შეიძლება ამის ატანა? მე მაინტერესებს, როდემდე უნდა აიტანოს ეს ქართველმა საზოგადოებამ, როდემდე?! ერთადერთი ეგ მაინტერესებს, თორემ რა მოხდება და როგორ მოხდება, ყველაფერი ნათელია. როგორც ვერ მიაღწია რუსეთმა საქართველოს დაჩოქებას, ისე ვერც ახლა მიაღწევენ. ალასანიების, სააკაშვილების, ვაშაძეების და გვარამიების მთელი არმია რომ გამოგზავნონ, ვერ შემოვლენ საქართველოში, ეს ჩვენი ქვეყანაა, იმ ადამიანების, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, შვილები უყვართ და მომავლის სჯერათ!“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.