დავით მაღრაძე: იმედია, პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას

დავით მაღრაძე: იმედია, პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას

„ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის“, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

„მინდა მოგმართოთ საქართველოს მოსახლეობას და წინასწარ გთხოვთ, რომ მომიტევოთ ამ კადნიერებისთვის. ვიცი, რომ გვაქვს საფუძველი, არაერთგვაროვანი იყოს ჩვენი პოზიცია არსებული ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამისა, ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას“, – განაცხადა მაღრაძემ.