შორენა სიხარულიძე: დაანებეთ ჩვენს ჯარისკაცებს თავი! ნუ აჰყვებით პროვოკაციებს!

შორენა სიხარულიძე: დაანებეთ ჩვენს ჯარისკაცებს თავი! ნუ აჰყვებით პროვოკაციებს!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„დაანებეთ ჩვენს ჯარისკაცებს თავი!!! ნუ სვრით თქვენი ავადმყოფური ბოდვების გამო! ნუ აჰყვებით პროვოკაციებს! ხმები არ დათვლილა ჯერ!!!“ - წერს სიხარულიძე.

ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე, ბაგრამის საარჩევნო უბანსა და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა ჩატარდა.

ავღანეთში იმყოფება პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც, რომელიც ავღანეთიდან ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციას, თითქოს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უმრავლესობამ ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.

„ავღანეთში ნამდვილად ჩატარდა არჩევნები. ხმები არ დათვლილა და არავინ იცის, ვინ ვის მისცა ხმა. იქნებ არ აჰყვეთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და იქნებ, ქართველებმა ვისწავლოთ ჩვენი ღირსეული სამხედროების დაფასება“, - წერს ლიკა ალელიშვილი.