ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჰა, ნაცხროვა, რითი „აპრავებთ“ თემურ ალასანიას ჩანაწერს, ვინაა ავადმყოფი ერი, თქვე ნაგავსაყრელზე გადასაყრელებო... ერთიანად უნდა ამოიძირკვოთ, თქვე ბოროტებო! მილიონი დოლარი საიდან აქვს ამ ნაგავ ალასანიას, ბიძინას მოკვლაში რომ იხდის? ქართველებო, ვძულვართ ამ შიზოიდ ოჯახს, არ დავუშვათ მათი ჩამოთრევა აქ, უნდა გასამართლდნენ ბიძა-დისშვილი!“ - წერს ჯღარკავა.