“რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, სადაც გამოცემის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას საუბარია ასახული.
არჩევნებამდე 3 დღით ადრე გავრცელებული ჩანაწერის უკან გვარამია „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვალს ხედავს.
„მონტაჟს+სხვადასხვა (უკვე გამოქვეყნებული საუბრების) კომპილაცია+სინთეზური ხმა (რასაც ვამბობდი) = სუსის საცოდაობას და ქართული ოცნების ფარჩაკობას.
ვაი თქვენ პატრონს, ის მაინც გაგერკვიათ, ვიცნობ თუ არა საერთოდ თემურ ალასანიას ან მე ან ეკა კვესიტაძე“- აღნიშნავს გვარამია.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება იგეგმებოდა.
რაც შეეხება უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერს, მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.
უკრაინულ საიტზე zdes.com.ua-ზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტკური პროცესების რადიკალიზაციაზე.