"სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის უცხო სხეული და მეტასტაზი ჩვენი ქვეყნისთვის"

სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა" არის უცხო სხეული და მეტასტაზი ჩვენი ქვეყნისა და ქართველებისთვის, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ.

"მგონი სიახლე არ არის ის, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა" არის უცხო სხეული და მეტასტაზი ჩვენი ქვეყნისა და ქართველებისთვის. საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს მათ მიუჩინა თავისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას" გასცემს საკადრის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინულ ვებ-გვერდზე აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სადაც სავარაუდოდ, თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს ეუბნება, რომ „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით" მოკლავს ბიძინას".