ინტერნეტ ტელევიზია „POSTV“ პაატა ბურჭულაძეს და „იავნანას“ წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში ინტერვიუს სთავაზობს

ინტერნეტ ტელევიზია „POSTV“ პაატა ბურჭულაძეს და „იავნანას“ წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში ინტერვიუს სთავაზობს

POSTV-ს შეთავაზება პაატა ბურჭულაძეს - „იავნანას“ მესვეურებს საშუალება ეძლევათ თანხების სავარაუდო გაფლანგვასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს პირდაპი ეთერში უპასუხონ.

ინტერნეტ ტელევიზია „POSTV“ პაატა ბურჭულაძეს და „იავნანას“ წარმომადგენლებს მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს და ადგილას ფეისბუკის ლაივში ანუ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს სთავაზობს, რომელიც საზოგადოებას მისცემს საშუალებას სრულიად ლეგიტიმურ კთხვებზე პასუხები მიიღოს. ამის შესახებ ინტერნეტ ტელევიზია ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ბატონი ბურჭულაძე არ წყვეტს აკვიატებული აზრის ტირაჟირებას, „POSTV“, პოკურატურის და ბიძინა ივანიშვილის საერთო ხედვების და ერთგუნდურობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, როგორ მოითხოვა ბურჭულაძემ მასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი, ბატონ ბურჭულაძეს ისევ „POSTV“ გაახსენდა.

ერთი წლის წინათ „POSTV“ თავის საგამოძიებო ფილმში გამოავლინა პაატა ბურჭულაძის ფონდის ქველმოქმედებისთვის სრულიად შეუფერებელი საქმიანობა: როგორ მიჰქონდათ ფონდის მესვეურებს შესაწირ ყუთებში შეგროვებული თანხა საკუთარ ოფისში შემოწირულობის აღრიცხვის მინიმალური სტანდარტის დაუცველად; აჩვენა საცხოვრებელი სახლების რეალობა, რომლებიც ფონდმა მრავალშვილიან ოჯახებს გადასცა, postv-მ დოკუმენტურად წარმოადგინა ფონდის მიერ საკუთარ კეთილდღეობაზე გაწეული ხარჯები...

ფილმის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას“ საქმიანობის შესახებ. და ეს არ იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა პროკურატურა გამოძიებას იწყებს მედიაში გასაჯაროებული მასალების გამო.

Postv ადასტურებს მზადყოფნას, საჯაროდ, დოკუმენტურად დაადასტუროს მათ მიერ გამოქვეყნებული ფაქტების უტყუარობა ბურჭულაძესთან ან მის ნებისმიერ წარმომადგენელთან.