ბარამიძე და დარჩიაშვილი ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებიან

ბარამიძე და დარჩიაშვილი ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებიან

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის ყოფილი დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და გიორგი ბარამიძე ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე იმყოფებიან.

ამ წუთებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე და ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს აკვირდებიან. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბაგრამის ბაზაზე გიორგი ბარამიძე ცესკოს კვოტით იმყოფება და არჩევნებს აკვირდება.

როგორც “კვირას” ცესკო-ში განუცხადეს, დავით დარჩიაშვილი და გიორგი ბარამიძე ბაგრამის ბაზაზე სპეციალური ჯგუფის წევრებად იმყოფებიან.

მათივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი დავით დარჩიაშვილი, ბაგრამის ბაზაზე “ევროპული საქართველოს” კვოტით იმყოფება დამკვირვებლად, ხოლო გიორგი ბარამიძე “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელია.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.  საარჩევნო უბანი ავღანეთის დროით დილის 8 საათზე გაიხსნა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს დილიდან აკეთებენ.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, ამ დროის მონაცემებით არცერთი საჩივარი არ დაწერილა.