ნიკა გვარამია ”ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება:
,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რატომ ხვდება სრული დუმილით ქართული ოცნების გაყალბებულ კვლევებს, ყოვეგვარი დადგენილი წესის გარეშე გამოქვეყნებულს, როცა არსებობს ამასთან დაკავშირებული უმკაცრესი და უზუსტესი მოთხოვნები?
რ2ის პოზიცია შემდეგია: ჩვენ ვაქვეყნებთ მხოლოდ საკუთარ კვლევას და არ დავინტერესდებით პარტიების შიდა კვლევებით, რომელთა კრედიბილურობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა. ამას გარდა, მხოლოდ ჩვენი კვლევაა ჩატარებული ESOMAR-ის ანუ ევროპის კვლევის ორგანიზაციების წევრი ორგანიზაციის მიერ.
ps ქართული ოცნების კვლევის შემთხვევაში, რომც გვინოდოდეს, ვერ გამოვაქვეყნებთ, რადგან ყოველგვარი დადგენილი წესის დარღვევით ქვეყნდება. არცაა გასაკვირი – კვლევა ზედაპირულად ყალბია.”- წერს გავარამია.