გიგი უგულავა საზოგადოებას დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი მეუღლის შესახებ იმ ინფორმაციას აწვდის რომლითაც დასტურდება თუ როგორ გადაეცათ მათ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და როგორ არ შეასრულეს ვალდებულებები. გიგი უგულავას განცხადებით, „არსებობს შპს „ ოლსიზენი“ რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს სახელმწიფომ გადასცა მას უძრავი ქონება მესტიაში. მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია ან უნდა აემუშავებინა მას სასტუმრო. შპს „ ოლსიზენმა” სახელმწიფოსგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. 2015 წელს, უკვე 26 მარტს მთავრობის განკარგულებით ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ ოლსიზენის“ 30% ის მფლობელი ხოლო უკვე ამ არჩევნებზე ქალბატონი ნათია ხვისტანი, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილს წირავს 50 000 ლარს.
ანუ კომპანია რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება იმისათვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომპანიას ქართული ოცნების მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო რომელიც უნდა გადაეხადა ჩამოუწერა და მეტიც წინსწრებით ინდულიგენციის მსგავსად წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებ პირგასამტეხლოს მაინც არ გადაიხდი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის რომ ვიქტორ ჯაფარიძე, ქართული ოცნების დეპუტატი გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი. მე მინდა გითხრათ რომ მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ.
უკვე 6 წელი გავიდა და ქართული ოცნების მავნებლობა და კორუფციული ჟინი იქამდე არ წყდება რომ ერთია მათ პირდაპირ ასე, რომ ვთქვათ საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის არაფერი არ გაკეთებულა. ანუ 6 წელიწადი შენობა ფუჭდება იმის მაგივრად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ. მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა ხვალისთვის ჩვენ აგერ ამ მასალებს შემიძლია მე გავუგზავნო და ხვალისთვის მინდა მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით. როგორ ხდება, რომ სახელმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა, ვალდებულებებს არ ასრულებენ და უკვე ღიად, პირდაპირ მონაწილეობენ ქართული ოცნების დეპუტატები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები.