პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Edison Reaserch- ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" კვლევაა.
„ნაციონალური მოძრაობის" კვლევა აცდენილია რეალობას ყველა ნაწილში. დღეს საზოგადოებამ ორი კვლევის შედეგები მოისმინა. საზოგადოებას განსჯისთვის შეუძლია გამოიყენოს გასული წლების მონაცემები. ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით შესრულებული კვლევები აცდენილი იყო სინამდვილეს, ამომრჩევლის მხარდაჭერას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით წინასაარჩევნოდ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაარკვია მოსახლეობის დამოკიდებულება საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ.
კვლევის თანახმად, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.