ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია კიშინოვის აეროპორტში მოლდოვის სასაზღვრო სამსახურმა არ შეუშვა. აღნიშნულ ინფორმაციას რურული მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას, გუდაუთას რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. უფროსი რუსლან ლადარუია ხელმძღვანელობდა. დელეგაცია არაღიარებულ დნესტრისპირეთში საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.