ოთარ ჩრდილელი: ბოდიში მეცოცხეებთან, ვერ გაამართლა სალომემ მათი სტერეოტიპები

ოთარ ჩრდილელი: ბოდიში მეცოცხეებთან, ვერ გაამართლა სალომემ მათი სტერეოტიპები

29 ოქტომბერს, დილას ჩავარდნილი იქნებით სახით ტალახში – წამოდექით და ჩვეულებრივ იცრუეთ, რომ ეგ ტალახი სამკურნალოა, – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ოთარ ჩრდილელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე “პირველი არხის” გადაცემაში “არჩევნები 2018” წინასაარჩევნო დებატებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების საპრეზიდნტო კანდიდატებს აფასებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ოთარ ჩრდილელი საზოგადოებას 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“ბოდიში მეცოცხეებთან, ვერ გაამართლა სალომემ მათი სტერეოტიპები.

29 ოქტომბერს, დილას ჩავარდნილი იქნებით სახით ტალახში – წამოდექით და ჩვეულებრივ იცრუეთ, რომ ეგ ტალახი სამკურნალოა…

მანამდე კი 28 ოქტომბერს N 48”, – წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.