სინოდის წევრები ივანიშვილის იდეის წინააღმდეგ - სასულიერო პირები აქციებს აანონსებენ

სინოდის წევრები ივანიშვილის იდეის წინააღმდეგ - სასულიერო პირები აქციებს აანონსებენ

ბიძინა ივანიშვილის მიერ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებამ სინოდის წევრები გააღიზიანა. სასულიერო პირები აქციებს აანონსებენ.

"მარიხუანის ლეგალიზაცია და რაც დააკანონეს, კულტივაციაც მიუღებელია, ყოვლად დაუშვებლად და განხილულიც არ უნდა იყოს. ეს არის ჩემი და ეკლესიის პოზიცია"-განაცხადა მესტიისა და სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა.

მარუანის კულტივაციას ეწინააღმდეგება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტიც.

"როგორც მღვდელმთავარი რა თქმა უნდა არ ვარ თანახმა და ვეწინააღმდეგები. ჩვენი უწმიდესი პატრიარქი ალბათ ბრძანებს ამის შესახებ რამეს"- თქვა მეუფე ანანიამ.

2 დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ კანაფის კულტივაციის იდეა მას ეკუთვნის.

მისი თქმით, კანონპროექტზე დისკუსიის გაგრძელებას კვლავ აპირებს.