ადეიშვილზე ამბობდნენ, რომ ბიზნესს არეკეტებდა, რაც ხდებოდა, არ მომწონდა, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, მერაბიშვილი ახალციხეს, სააკაშვილი ბათუმს

ადეიშვილზე ამბობდნენ, რომ ბიზნესს არეკეტებდა, რაც ხდებოდა, არ მომწონდა, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, მერაბიშვილი ახალციხეს, სააკაშვილი ბათუმს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიზნესთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, არ მოსწონდა, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ შენდებოდა სიღნაღი, ახალციხე, რაბათი, ბათუმი, – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გააკეთა.

მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილს სურვილი რომ ჰქონოდა და სახელმწიფო ჩინოვნიკის მაგივრად, ქურდი ყოფილიყო, ნახევარი საქართველო მისი იქნებოდა.

„მე არ მინდა, ცუდად გამომივიდეს ზურასთვისაც, მისი მეგობრები ვართ ჩვენ, დღეს ის იძულებით ემიგრაციაში. ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საქართველოში და მასზე ლაპარაკობენ, რომ ბიზნესს არეკეტებდა. მე არ მომწონს, რაც ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ზურაბ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, ვანო მერაბიშვილი აშენებდა ახალციხეს და რაბათს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძე აშენებდა ბათუმს. ცუდია, მიუღებელია ეს მეთოდი და ამაზე შევთანხმდით საზოგადოება, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ საკუთარი ექვსსართულიანი ვილები აეშენებინათ. ზურაბ ადეიშვილს რომ ნდომოდა, ნახევარი საქართველო მისი იქნებოდა, რომ ნდომოდა და სახელმწიფო ჩინოვნიკის მაგივრად, ქურდი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი თეონა გეგელია.

„ეტყობა, კაცობრიობამ იმიტომ გაიარა ამხელა გზა, რომ დღეს ამ ორმა ველურმა, უმწიფარმა ჯოჯომ ასე საჯაროდ გაასაღოს სიკეთედ სიღნაღის რემონტისთვის ადამიანების განადგურება. ნუ, ამ ადეიშვილს რომ სახლში არაფერი წაუღია და პოლიტიკურ ემიგრაციაში თბილისში გაყიდული ბინით ცხოვრობს მერამდენე წელია, ეს სევდიანი ისტორიაც სადღაც მაქვს მოსმენილი, მაგრამ საბედნიეროდ, აღარ მახსოვს“, – წერს გეგელია „ფეისბუქში“ და „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებიდან“ ნაწყვეტს აზიარებს, რომელშიც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე საუბრობენ.