ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ვუსმენ ივანიშვილთან ინტერვიუს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი უტვინო ჟურნალისტები „მოღვაწეობენ“ ქართულ ჟურნალისტიკაში. განსაკუთრებით მომეწონა - „კეთილი ინებეთ და კულტურა მოიხმარეთ, ვპასუხობ კითხვას, კოლეგას ეცით პატივი, მე რომ არ მცემთ, გასაგებია“ და კოლეგის პასუხი - „ძალიან დიდხანს საუბრობთ ერთმანეთში“... ასევე - „კითხვები შეთანხმებულია“... ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი კოლეგიალურობაა, იმ ფონზე, როცა „მათ“ უჭირდათ, როგორ მედგრად იცავდნენ „მათ“ და როგორ ედგნენ გვერდით „დაწუნებულები“.
საუბრობთო - ერთმა „პროფესიონალმა“ მეორე „პროფესიონალი“ პირდაპირ ეთერში მიჩექმა - ბიძინამ კი თქვა ის, რაც უნდოდა... საითაც უნდოდა, იქით წაიყვანა საუბარი, მაგარია! დასაფასებელი ნიჭია ეს.
სწორად მოიქცა ბიძინა, მარცხნიდან რომ დაიწყო - დასაწყისშივე მოუგო „ტროიკას“. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაანახვა საზოგადოებას, რომ ის მართალია, როცა რამდენიმე ჟურნალისტს ხვდება და არა ყველას. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაანახვა საზოგადოებას, რომ მას ჟურნალისტები ვერ მოუგებენ... ეკა კვესიტაძეს კი გადაეცით ვინმემ, რომ ადვოკატი (ზოგადად) ხელწამოსაკრავი პირი არაა საქმეში, ადვოკატი სასამართლო პროცესებზე გამოდის, პროკურატურაში წარადგენს მტკიცებულებებს და ასე შემდეგ. კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა პროკურორს, არ უნდა ჰკითხო პოლიტიკოსს და თუ გინდა გაიგო დეტალები, იკითხე - აი, ეს რომ გაიგეთ, თქვენ, როგორც მმართველი გუნდის პირველმა პირმა, რა მოიმოქმედეთ? პასუხს აუცილებლად მოჰყვება (თუ ტვინი გაქვს) კითხვა, რომელიც მიგიყვანს იმ პასუხამდე, რომ მაყურებელი მიხვდეს, სადაა ძაღლის თავი დამარხული.
კი უნდა იცოდეს ეს „დიდი იურისტის“ მოწაფემ...
დაზღნარდით, დიდო ჟურნალისტები, დაზღნარდით...
ვულოცავ ივანიშვილს ინტერვიუს მეექვსე წუთიდან მოგებას...“ - წერს მეფარიშვილი.