საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატებისას განაცხადა, რომ თავად იქნება ყველას პრეზიდენტი, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან.
„აუცილებლად ვიქნები ორივეს პრეზიდენტი და აუცილებლად ვიქნები ყველას პრეზიდენტი ამ ქვეყანაში, რადგან საქართველოს მართლაც სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი, ოღონდ, ზეპარტიული პრეზიდენტი არა ისე, როგორც საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც საუბრობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება. ყველას პრეზიდენტი არ ნიშნავს მხოლოდ ზეპარტიულობას“,- განაცხადა ბაქრაძემ.