ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი, ის ცდილობს სისტემა შეინარჩუნოს.
„მე გავიმეორებ იმას, რაც თქვენთან ეთერში ვთქვი პირველად, რომ ის აღარ არის ლიდერი, მე ასე დავინახე. სამწუხაროდ, გუშინდელმა ინტერვიუმ მე გამიმყარა ეს მოსაზრება. ის აღარ არის ლიდერი, გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი არის ის ადამიანი, ვინც პოზიტიურ დღის წესრიგს ქმნის, რათა წინ წაიწიოს თვითონაც პოლიტიკურად და ქვეყანაც წინ წასწიოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, ლიდერი საერთოდ არ არსებობს. „სახელებსა და გვარებს რომ გადახედოთ, ისინი საერთოდ თამაშში არ არიან, სისტემის ნაწილიც კი არ არიან. მაგალითად, კობახიძე არის ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.