“სარალიძე სულ არ გადარდებთ, არც მაჩალიკაშვილი გადარდებთ, თქვენ გადარდებთ ხელისუფლების დაკარგვა, რომელიც დაკარგეთ 2012 წელს”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “ნაცმოძრაობის წარმომადგენელს სალომე სამადაშვილს გადაცემაში “პოლიტმეტრი”.
ამაზე სამადაშვილი უპასუხა: “თქვენ გადარდებდათ გირგვლიანი სანდრო, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს? თქვენ და თქვენი კოლეგები ვინც ხართ მთელმა საქართველომ დაინახა. ჯიბეგამოხეულები მოხვედით პარლამენტში და 6 წლის თავზე ამოივსეთ საკუთარი ჯიბეები”, – განაცხადა სამადაშვილმა.