ბიზნესმენებმა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებაზე სასტიკი უარი განაცხადეს

ბიზნესმენებმა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებაზე სასტიკი უარი განაცხადეს

ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ „კომერსანტი“, როგორც ბიზნეს და ეკონომიკური გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებენ ქართველი ბიზნესმენები მმართველი პარტიის ლიდერის და ქვეყნის მთავარი ბიზნესმენის შეფასებებს ბიზნესზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა თუ სიღარიბესთან დაკავშირებით.

საოცარია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომენტარისაგან ყველამ თავი შეიკავა. მეტიც, უმეტესობა ითხოვა არ გავასაჯაროვოთ მათი ვინაობა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების შეფასება უჭირთ.

ბიზნესმენთა რეაქციიდან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურად გაჩნდა ეჭვი, რომ ბიზნესი დაიბნა ან სულაც გაოგნებულია. ქვეყნის მთავარი მმართველის პოზიცია აშკარად აცდენილია მათ მოსაზრებასთან და ამიტომ დუმილი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.