"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
მათ დეპუტატის სახლთან წყალი მიიტანეს. რითაც აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის კომენტარს გამოეხმაურნენ, რომ სესიაშვილს 310 კვ/მ-ზე სახლის აშენება იაფი დაუჯდებოდა.
ივანიშვილის ინტერვიუდან გავიგეთ, რომ დეპუტატის კუტვნილ აუზში წყალი არ არის, ამიტომ მოქალაქეებმა მისი "დახმარება" გადაწყვიტეს.