განადგურებული მოსავალი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები,-ასეთი სიტუაცია დახვდა კოალიციის ლიდერს ლაგოდეხის უმეტეს სოფელში. ბიძინა ივანიშვილი დღეს სოფელ კაბალს სტუმრობდა. ადგილობრივებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის გარდა, არაერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა აწუხებთ, მათ შორის სასმელი წყლის პრობლემა.
ლაგოდეხის სოფელ აფენში ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას მოსახლეობასთან თვალს ადევნებდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე. მისი მცდელობა, მოეწყო პროვოკაცია, ადგილობრივებმა ადგილზევე აღკვეთეს.