„ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2013 წლიდან ველოდებოდი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბატონმა ბიძინამ 2018 წელს მიიღო. დაუბრუნდა მისვე დაფუძნებულ პარტიას!
მე „ქართული ოცნების“ ჯარისკაცი, ვალდებული ვარ დავიცვა საქართველოში თავისუფლება, ქვეყნის ღირსება, რომელიც 2012 წელს ერთად მოვიპოვეთ️! ვარ იქ, სადაც სიმართლეა. ჩვენს დიდ ოჯახში, მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო️! რა თქმა უნდა ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა ნამდვილი. დავაჩოქებთ მანიაკ „ნაცებს" საპრეზიდენტო არჩევნებზე!"“- წერს სამხარაძე.