"მთავრობის წევრების სახლები აჩვენეთ და არც ერთს არ შეეკითხეთ მისი არის თუ არა" - ივანიშვილი "რუსთავი-2"-ს

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებისა და ქართული ოცნების დეპუტატების ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის სიცრუე და "რუსთავი 2" იტყუება, მისი თქმით, ტელეკომპანიამ პრემიერ მინისტრის სახლის ნაცვლად, სხვისი სახლი უჩვენა. ივანიშვილი კმაყოფილია სესიაშვილის ტელეეთერით, ექსპრემიერმა სახლის მშენებლობის ფასების განიხილა და თქვა, რომ ეს იყო შავი კარკასი ხოლო რაც შეეხება აუზის ფასთან დაკავშირებულ კითხვა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისიც იაფი ჯდება.

„თქვენ გამოიტანეთ მთავრობის წევრების სახლები, არც ერთს არ შეეკითხეთ მისი არის თუ არა. უამრავი გადაცომები გქონდათ, სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერის. როცა ყველა დაგიკავშირდათ, თქვენ ეს არ შეასრულეთ, ერთადერთი აირჩიეთ სესიაშვილი, სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ, ამომწურავი პასუხი გაგცათ. 

პრემიერ-მინისტრზე საერთოდ სირცხვილი იყო რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ, თქვენ ხართ დახურული ტელევიზია, მაყურებელი მძევლად გყავთ აყვანილი. ეს სახლი არის 310 კვადრატული და არის მხოლოდ შვი კარკასი და მინებია ჩასმული, მაქსიმუმი ფასი არის 100 დოლარი. 310 კვ მეტრი რომ გაამრავლო 100 დოლარზე არის 31 ათასი დოლარი. აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა. აჩვენეთ კიდევ აუზი, სად არის წყალი აუზში?“ - მიმართა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს.