„ცაცია ვარ და მარცხენა მხრიდან დავიწყოთ“- ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

„ცაცია ვარ და მარცხენა მხრიდან დავიწყოთ“- ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დაწყებისას, განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა მხოლოდ სამი ტელევიზიის ჟურნალისტი შეერჩია ინტერვიუსთვის.

„რატომ სამი ტელევიზია? - მოთხოვნა დიდია, ხშირ შეხვედრებს ვერ ვახერხებ ჟურნალიტებტან, დიდი ბრიფინგები მოდაში შემოვიტანე და დიდი რაორენობის ჟურნალისტებს ვხვდებოდი. ალბათ მოსაწყენი იქნებოდა დღეს ეს. სამი ჟურნლიატის შემთხვევაში მედიატორის როლს მე ავიღებდი ჩემს თავზე. როგორი განრიგით დავიწყოთ? ცაცია ვარ და მარცხენა მხრიდან დავიწყოთ“ - მიმართა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა.

საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარეს ეკა კვესიტაძემ შეახსენა, რომ ის ნინო ჯანგირაშვილის ნახვასაც ისურვებდა ამ ინტერვიუზე. დიანა ტრაპაიძემ ნინო ჯანგირაშვილთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელიც შეახსენა ექსპრემიერს.