ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარტია “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენელ გიგი უგულავას კომენტარს ეხმიანება, რომელიც მან გრიგოლ ვაშაძის შესახებ გააკეთა და მისი ბიოგრაფიის ე.წ შავ ხვრელებზე მიანიშნა.
უდუმაშვილის შეფასებით, უგულავას ეს განცხადება არის სამარცხვინო და მათი პარტია დამარცხებულის პოზიციიდან საუბრობს, რადგან კარგად იციან, რომ მეორე ტურში დავით ბაქრაძე ვერ გადავა.
“სამარცხვინოა, როდესაც ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი გამოდის ტელევიზიით და თავისი საეთერო დროის ყველაზე დიდ ნაწილს უთმობს მეორე ოპოზიციური პარტიის კანდიდატს. რაც შეეხება შავ ლაქებს, შავი ლაქების ძიებას ნუ დაგვაწყებინებენ არ გვინდა ამაზე საუბარი, თორემ ეს ლაქები ძალიან ბევრი იქნება. შავი ღრუბელი რომ ადგათ თავზე ეს ნამდვილად ვიცი. ყველა კვლევები ადასტურებს იმას, რომ მათი კანდიდატი ძალიან დაბლა არის და ისინი უკვე დამარცხებულის პოზიციიდან საუბრობენ სწორედ ეს რიტორიკა იყო გიგი უგულავას გამოსვლაში, რაც სულაც არ მახარებს, ბევრად უკეთესი იქნებოდა მეორე ტურში ორი ოპოზიციური კანდიდატი გადასულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იქნება”– განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.