“ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ისინი!” – ვახტანგ შაქარიშვილის მიმართვა

“ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ისინი!” – ვახტანგ შაქარიშვილის მიმართვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

“თაგვის ცურცლი ნიკა გვარამიას მუქარა ქვეყნად ვერავის შეაშინებს, ვერც დარჩენით, ვერც ამ ქვეყნიდან წასვლით დაგვწყვეტს გულს. მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცდება ამ საზოგადოების მეჭეჭის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის და მისი მხარდამჭერების შეურაცხყოფა! კარგად ვიცით, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არსებობენ ამ ქვეყანაში, ისინი არათუ პირში წყალს იგუბებენ, არამედ პირდაპირ “აპრავებენ” ძალადობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი, ჩვენთვის საყვარელი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანები ჩვენი დასაცავია! 

ფორმაზე, ფორმატზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია! მე მათგან მომდინარე ზიზღის და შეურაცხყოფის წინააღმდეგ იმუნიტეტი მაქვს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს ვინც პოლიტიკაში იყო და არის წლებია, მაგრამ ამ ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებისთვის, გვარამიასგან მათი მისამართით მსგავსი ზიზღის გამოვლინება საკმაოდ მძიმე მოსასმენია, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ისინი!,” – წერს ვატო შაქარიშვილი და ურთავს ფოტოს.