"მაყვალას წინასწარმეტყველება ასრულდება” – ბონდო მძინარაშვილი

“გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო რეკლამებიდან განსაკუთრებით ის მომწონს, მაყვალა კოორდინატორი რომ ამბობს: “დაქცეულები ვართ, დაქცეულები!”

ვანგაა, ფაქტობრივად!

28-ში ასრულდება მისი წინასწარმეტყველება”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქი”-ს გვერდზე წერს.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა, მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

“100 წლის წინ საქართველომ თავი დაიხსნა რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

100 წლის შემდეგ საქართველო პრეზიდენტად ირჩევს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, რადგან მისი ოჯახი იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო!

სიმბოლურია სწორედ ამ საიუბილეო წელს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა!

ამ არჩევანით გამთელდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ გაჩენილი იარა საქართველოს სხეულზე!

ეს არჩევანი დაუბრუნებს საქართველოს იმ ანთებულ გულებს, რომლებიც უცხოობაში დაიფერფლა!

ამ არჩევანმა საქართველო უნდა გააერთიანოს!

მე ვირჩევ სალომე ზურაბიშვილს!,” – დაწერა მძინარაშვილმა.