მაინტერესებს ბატონი ბიძინა ხომ არ გაბრაზდება, ხომ არ ეწყინება, ყველა კითხვას გვერდი კი არ უნდა აუაროს

მაინტერესებს ბატონი ბიძინა ხომ არ გაბრაზდება, ხომ არ ეწყინება, ყველა კითხვას გვერდი კი არ უნდა აუაროს

მომღერალი ირმა სოხაძე ვარაუდობს, რომ დღეს დაგეგმილი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან იქნება საკმად ცხარე დებატებით აღსავსე.

„მე ძალიან მომწონს ეს ფორმა. ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზულ, სიღრმისეულ, საინტერესო და ისეთ კითხვებს დაუსვამენ, რომელიც ხალხისთვისაა მნიშვნელოვანი და მეორე თემაა - რამდენად გულწრფელად გასცემს პასუხს ბატონი ბიძინა, ხომ არ გაბრაზდება , ხომ არ ეწყინება, ყველა კითხვას გვერდი კი არ უნდა აუაროს... - განაცხადა სოხაძემ.

„რეზონანსთან" საუბრისას მან ის საკითხებიც ჩამოთვალა, რომლებზე მმართველი პარტიის თავმჯდომარისაგან განმარტებებს ელის.

„ძალიან ბევრ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი - მაგალითად, კადრების არაობეიექტურად შერჩევის საკითხი, ბენზინის ფასი, ან დოლარს რა დაემართა, ან ეკონომიკა რას ჰგავს, საერთოდ საით მივექანებით...

„მაქვს დიდი იმედი, რომ იქნება გულწრფელი პასუხები, რომელსაც შემდეგ გულწრფელი ქმედება მოყვება ,მხოლოდ პასუხები ადვილია. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულ, სიღრმისეულ, საინტერესო კითხვებს დაუსვამენ", - აცხადებს სოხაძე.

მისივე თქმით, იგი იმეგდაცრუებულია იმ არჩევანით, რომლის წინაშეც დააყენა საზოგადოება „ქართულმა ოცნებამ" ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„მე ვარ გაწბილებული და ძალიან შეურაცხკოფილი იმ არჩევნით, ვის წინაშეც დაგვაყენა ხელისუფლებამ. ჩემმა არჩეულმა და მხარდაჭერილმა „ოცნებამ" ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ მე დღეს არჩევანი არ მაქვს. არცერთი ვარგა, არცერთი არ მინდა, რადგან არცერთს არ აქვს ის მონაცემები, რომელიც ჩემი ქვეყნის მართველს უნდა ჰქონდეს", - ამბობს სოხაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს „იმედზე" დაგეგმილია პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან რომელსაც გაუძღვებიან ტელეკომპანია „იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძე, „რუსთავი 2"-დან ეკა კვესიტაძე და ტვ „პირველიდან" დიანა ტრაპაიძე.