“ასეთი ქვეყანა როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი.ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ…”

“ასეთი ქვეყანა როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი.ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ…”

“ფეისბუკის” მომხმარებელი კოსტა მესხი სოციალურ ქსელშ მამა პეტრეს სიტყვებს აზიარებს:

მამა პეტრე: ასეთი ქვეყანა როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი

ქვეყანა, სადაც წაქცეულის მდგომარეობა ახარებთ, სადაც სხვისი წარმატება სწყინთ, სადაც რელიგიას ნიღბად იყენებენ, აგრესიას ლიბერალიზმში მალავენ, ერთმანეთი სძულთ, რწმენა ქვების გროვა ჰგონიათ, ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებენ, ქველმოქმედებას მოჩვენებით ეწევიან, ბოროტებას გულისტკივილს უწოდებენ, მეგობრობა დაუსრულებელი ქილიკი ჰგონიათ, მოკლულს თვითმკვლელობას აბრალებენ, მონობას მორჩილებას არქმევენ, თავისუფალ აზრს მტრობაში გითვლიან, გარეწარს გმირის ტიტულს ანიჭებენ, ენის მიმტანს ერთგულებას ეფიცებიან, ფარისეველს აწინაურებენ, ღმერთის გარდა ყველაფრის ეშინიათ-როგორ შეიძლება იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი?!