სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

სალომე ზურაბიშვილი მომავალში აღარ გაიზიარებს „ოცნების“ მანკიერებებს

ფოტოხელოვანი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე იური მეჩითოვი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რეალურად დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და „ოცნების" მანკიერებას" აღარ გაიზიარებს. ამის შესახებ მან „რეზონანსს" განუცხადა.

„მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერ, როგორც მართლა დამოუკიდებელ კანდიდატს და იმედი მაქვს, რომ ის იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატი და არ გაიზიარებს „ოცნების" მანკიერებას", - განაცხადა მეჩითოვმა.

იგი ასევე საუბრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე ომზე და აცხადებს, რომ ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ფარულმა ჩანაწერებმა „ნაცმოძრაობის" რეალური სახე აჩვენა". თუმცა, ამავე დროს, ამავე ჩანაწერებმა ძალიამ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო ქართული საზოგადოება.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ნამდვილად ხალხის არჩევანზე, თან ძალიან ცუდად. ზოგადად, ჩვენ ვართ ძალიან ცუდ დღეში, ზნეობრივი კატასტროფაა ქვეყანაში და არ ვიცი როდის დასრულდება. ჯერ-ჯერობით გამოსავალს მე ვერ ვხედავ, მითუმეტეს საპრეზიდენტო არჩევნები დიდ ვერაფერს შეუცვლის იმ კატასტროფას,რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით", - განაცხადა მეჩითოვმა.