ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

ეკლესია სდუმს...მთავრობა გაყუჩულია...მხოლოდ რუსია აქტიური...

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ბერ-მონაზვნისა და მრევლის წევრის გატაცებას ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„მამაოების მოტაცებაზე გადავიდნენ...

ლომისის მონასტერს მიადგნენ...

ეკლესია სდუმს...

მთავრობა გაყუჩულია...

მხოლოდ რუსია აქტიური...

ორ დღეში 4 ადამიანი გაიტაცა და აქედან ორი მამაო...

მამაოებიც მაყვლის დასაკრეფად ხომ არ იყვნენ გადასულნი საოკუპაციო ხაზის იქეთ ოქტომბრის ბოლოს?

ოთინაშვილის დაბრუნება რომ ვიზეიმეთ და მინისტრმა რომ მის შვილებს თავზე ხელი გადაუსვა - ერთი რამის თქმა დაავიწყდა, ერთი რამე გამოტოვა - პირობითი რომ დაუტოვეს რუსებმა ოთინაშვილს, საკუთარი ეზოდან გატაცებულ ოთინაშვილს...

იმის თქმა დაავიწყდა მინისტრს, რომ ამ საქმის არც გამოძიება დაწყებულა და არც აპირებს უჩივლოს ევროსასამართლოში.

რაის სუსი და რაია ზეპირად ვიცი სად რა ხდებაო, სუსმა, გატაცების ადგილის დათვალიერებაც არ მოხდა, არც შემოსაზღვრეს, ანაბეჭდებიც არ აიღეს...

ტაძრებში მოსახლეობას არ უშვებდნენ, ახლა მამაოებიც და ბერებიც უნდათ გამოყარონ, ისინიც უნდათ დააშინონ...

მეტი უნდათ, მეტი ჩვენი მიწა და თვალში ვხვდებით, ეკლად ესობათ ჩვენი არსებობა - ცარიელი მიწის წაღება მარტივია, ამიტომ, ცდილობენ დააცარიელონ...

რატომაა დაჩაგრული ხალხის მმართველი თავზეხელაღებული ჩვენთან და მტერთან მუნჯი...

რატომა სდუმან ჩვენი მოციქულები ღმერთთან...

როცა ჩვენ ჩვენი მიწიდან გვასახლებენ..." - წერს თამო კეშელავა.