ბონდო მძინარაშვილი: ამ არჩევანით გამთელდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ გაჩენილი იარა საქართველოს სხეულზე!

ბონდო მძინარაშვილი: ამ არჩევანით გამთელდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ გაჩენილი იარა საქართველოს სხეულზე!

„ამ არჩევანმა საქართველო უნდა გააერთიანოს! მე ვირჩევ სალომე ზურაბიშვილს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„100 წლის წინ საქართველომ თავი დაიხსნა რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

100 წლის შემდეგ საქართველო პრეზიდენტად ირჩევს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, რადგან მისი ოჯახი იძულებული გახდა სამშობლოდან გადახვეწილიყო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო!

სიმბოლურია სწორედ ამ საიუბილეო წელს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა!

ამ არჩევანით გამთელდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ გაჩენილი იარა საქართველოს სხეულზე!

ეს არჩევანი დაუბრუნებს საქართველოს იმ ანთებულ გულებს, რომლებიც უცხოობაში დაიფერფლა!

ამ არჩევანმა საქართველო უნდა გააერთიანოს!

მე ვირჩევ სალომე ზურაბიშვილს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.