ლაშა ჟვანია: ზუსტად ვიცი, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, როგორ უყვარს საქართველო

ლაშა ჟვანია: ზუსტად ვიცი, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, როგორ უყვარს საქართველო

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„2 წელი სალომე ზურაბიშვილთან ერთად დღე და ღამე მუშაობაში მაქვს გასწორებული. ზუსტად ვიცი, ვინ არის, როგორ უყვარს საქართველო, როგორი დაუღალავია ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლაში. ნიჭიერი, პატრიოტი, თავდაუზოგავი, თბილი, წინდახედული, დამთმენი ქალბატონი. დედა, რომელმაც უცხოობაში საკუთარ შვილებს ქართული შეუნარჩუნა! მაღალი პროფესიონალი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის პრეზიდენტის უმაღლესი თანამდებობიდან! ის მოდის ჩვენი, ყოველმხრივ გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებისთვის, რაც სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მისთვის საქართველოს პრეზიდენტობა პასუხისმგებლობაა! ამიტომ ვირჩევ #48-ს“, - წერს ლაშა ჟვანია.