"არ ვიქნები სასახლეში ჩაკეტილი პრეზიდენტი, მთავრობასთან მივიტან თქვენს მოთხოვნებს"

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გლდანში ამომრჩევლებს შეხვდა.

„ღია იქნება ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე არ ვიქნები სასახლეში ჩაკეტილი. ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, რომელიც აქაც მოვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გვქონდეს ის დიალოგი, რომელიც ძალიან დამჭირდება იმისთვის, რომ მთავრობასთან მივიტანო ის საჭირო მოთხოვნები, საინტერესო მოსაზრებები, რომელიც ყველას გაგვაჩნია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.